Wednesday, November 5, 2014

რეფლექსია


პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს  აგრეთვე მოხდა ტრენინგის კურსის გაცნობა . წინ ბევრი სიახლე და სამუშაო გველოდება .ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
მეორე დღე
მეორე დღეს გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა სასწავლო პროექტებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისობის მიხედვით.
მესამე დღე

დღეს პრაქტიკულად  წავიმიშავეთ , განვიხილეთ  დავალებები,  ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ სტანდარტებზე  . პროექტი თანდათან იკვეთება , ახალი იდეები გაჩნდა და ვცდილობ მოვარგო ინტელის პროექტის პორმატს.
მეოთხე დღე
ჩემი პროექტის მაგალითზე განვიხილეთ  შესრულებული სამუშაო. განვიხილეთ შეფასების ნიმუშები.  შეფასების ინსტრუმენტები მომეწონა, საერთოდ შეფასება ყველაზე დიდი პრობლემაა სკოლაში  და თუ მოვახერხეთ ეს მასალები ჩვენს მოსწავლეებს და მათ საჭიროებებს „მოვარგოთ“, კარგ დახმარებას გაგვიწევს.
მეხუთე დღე
დღეს საავტორო უფლებების დაცვაზე ვისაუბრეთ .
მეექვსე დღე
დღეს წყვილებში ვიმუშავეთ  და თითქმის მომთავრებულ პროექტებზე უკუ კავშირი მივაწოდეთ ერთმანეთს . საინტერესო იყო და შედეგიანიც.
მეშვიდე დღე
თითქმის დასრულებული პროექტები წარმოვადგინეთ ტრენინგზე . გავიხსენეთ ბლოგზე მასალების ატვირთვა. ინტელის ბლოგი შევქმენით .



No comments:

Post a Comment